ეკა ბესელია: მე წავედი სწორედ პარტიის მთავარი დამფუძნებლისგან

„მე წავედი სწორედ პარტიის მთავარი დამფუძნებლისგან იმიტომ, რომ ჩვენი ხედვები აცდა მთავარ კონცეპტუალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიც მართლმსაჯულების რეფორმაა“, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მას არ უჭირს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, თუმცა, მას განსხვავებული პოლიტიკური ეთიკა და ლექსიკონი აქვს.
„მე მაქვს ჩემი პოლიტიკური ეთიკა, ჩემი ლექსიკონი და არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც არ მომწონდა. რომ არ ვხედავდე ჩემსა და პარტიის თავმჯდომარის პოზიციას შორის სხვაობას, მივიღებდი წასვლის თაობაზე ამ გადაწყვეტილებას?! იმ ადამიანებისგან კი არ წავედი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გზადაგზა შემოუერთდა, ზოგი შემთხვევით და ზოგი იმ მიზნით, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ, მე წავედი სწორედ მისი მთავარი დამფუძნებლისგან იმიტომ, რომ ჩვენი ხედვები აცდა მთავარ კონცეპტუალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიც მართლმსაჯულების რეფორმაა. ჩემი გადაწყვეტილება ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს და ვერც შემდგომში მოისმენთ ჩემგან ლანძღვა – გინებას. ვაპირებ იმ მიზნებისთვის ვიბრძოლო და დავხარჯო ენერგია, რასაც შევალიე ბევრი წელი, რათა ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, მართლმსაჯულება იყოს გამართული და არ დაბრუნდეს ძალადობრივი რეჟიმი“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები