თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის
იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეპუტატების, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის. ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა – ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.