„ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე“ – გარდაცვლილი ლექტორების ხსოვნის საღამო გაიმართება

28 თებერვალს, 19 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში, ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულების ხელმძღვანელობით,  ხსოვნის საღამო – „ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო თეატრალური ინსტიტუტის (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის) გარდაცვლილი ლექტორების ხსოვნას მიეძღვნება – თემურ ჟღენტს, ზინა კვერენჩხილაძეს, კუკური ჭოხონელიძეს, ბადრი თოიძეს, ვახუშტი კოტეტიშვილს, თეიმურაზ მეტრეველს, ზურაბ მანაგაძეს.
საღამოს გაუძღვება ელდინო საღარაძე.
მონაწილეები: ანზორ ერქომაიშვილი, მიქაბერიძეები, ჭოხონელიძეები, გია ბაღაშვილი, სოსო ნემსაძე, ნინია სადღობელაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, ნანა მონიავა, ედუარდ უგულავა, რეზო ბალანჩივაძე, დათო რობაქიძე…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები