პარლამენტის ეზოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია განახორციელა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები