გია ვოლსკი ბექა ნაცვლიშვილზე: ბექას ადგილზე გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებდი, რადგან დასრულებული არაფერია

ბექას ადგილზე გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებდი, რადგან დასრულებული არაფერია – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების თაობაზე ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას.
„ბექას ადგილზე გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებდი, რადგან დასრულებული არაფერია. საინტერესო წინადადებები აქვს, რამდენად განხორციელებადია, მეორე საკითხია და პროფესიონალური მსჯელობა უფრო უპრიანი იქნებოდა, ვიდრე დაპირისპირების დემონსტრირება. ემოციურად სწორია, რა დამოკიდებულებასაც ბექა აყენებს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ვერ სრულდება, ნაწილობრივ კანონმდებლობით მოქმედებს. მუშაობაა საჭირო და არა დემარში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი მის ინიცირებულ საპენსიო რეფორმას არ დაუჭერს მხარს, უმრავლესობას დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები