„რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია“

რუსულ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია და რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააადვილებს – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“პირველ რიგში, მინდა, მივესალმო, რომ რუსულ ბაზარზე შევიდა ქართული სოფლის მეურნეობის ნაწარმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი – რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააადვილებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები არის, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება, მაგრამ ვნახოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამიმდევრული, ევროინტეგრაციის პოლიტიკით, ნორმალური კონსტრუქციული განწყობით – განვავითაროთ ვაჭრობა და ტურიზმი რუსეთთან, მივაღწევთ, ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმას, რომ სხვა პრობლემებიც დარეგულირდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები