პარლამენტმა შესაძლოა, იუსტიციის საბჭოში დანიშნული 5 წევრი გამოიწვიოს – რას აცხადებს თამარ ჩუგოშვილი

თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, შემოგთავაზოთ შემდეგი გზა – თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწვეტილებას. ეს არის გამორიცხული. ისინი ყველას ნიშნავენ სწორედ ჩვენ მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერით და ხმებით და ეს არის ფაქტი,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები