გიორგი კახიანი: მოთხოვნა, რომ პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძეც უნდა ესწრებოდეს არასერიოზულია

“ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე ვართ, დარჩა მხოლოდ უმცირესობის და უმრავლესობის გამოსვლა, ამის შემდეგ იქნება დასკვნითი სიტყვა და კენჭისყრა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა იმის მოთხოვნა, რომ ამ პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდეს, არასერიოზულია, რადგან პარალელურ რეჟიმში იგი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მართავს.
„მინდა, გთხოვოთ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე ვართ, დარჩა მხოლოდ უმცირესობის და უმრავლესობის გამოსვლა, ამის შემდეგ იქნება დასკვნითი სიტყვა და კენჭისყრა. მთელ ამ პროცესში მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარე, მას დაახლოებით, 15-წუთიანი გამოსვლა ჰქონდა და თავისი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირა. ახლა არის ობიექტური გარემოება, რამდენადაც ვიცი, ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან იმ შეხვედრას, სადაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება. ბოდიში, მაგრამ მაინცდამაინც ახლა ცოტა არასერიოზულია საუბარი, როდესაც ფაქტობრივად დასრულებულია ეს პროცესი ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ როდესაც პარალელურად მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები