მამუკა მდინარაძე: აქ გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც 115-მდე სხდომიდან 100-ს არ დასწრებიან

გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც სხდომებს არ ესწრებოდნენ და თურმე დღეს შესაძლებლობა არ ეძლევათ სადღაც მონაწილეობა არ მიიღონ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
“აქ გვესმის ჩვენ დეპუტატების არგუმენტები, რომლებიც დაახლოებით, 115-მდე სხდომიდან 100-ს არ დასწრებიან და თურმე, დღეს შესაძლებლობა არ ეძლევათ სადღაც მონაწილეობა არ მიიღონ. ეს ერთი. მეორე, შემთხვევითია ის ამბავი? ან მართლა ვერ ერკვევა ვიღაცა რაღაცაში, ან შეგნებულად იტყუება. არ მიდის ერთი და იგივე საკითხზე, ქალბატონო თინა, რაც არ უნდა შემაწყვეტინოთ ადგილიდან, ნუ ატყუებთ ხალხს და ნუ ატყუებთ პარლამენტარებს. არავინ არ ტყუვდება. დღეს მიდის აქ მსჯელობა იმაზე, უვადოდ დაინიშნონ თუ არა მოსამაართლეები პირველ და სააპელაციო ინსტანციებში და ის შეხვედრა ეძღვნება აბსოლუტურად სხვა რამეს, კრიტერიუმებს, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ერთი და იგივე საკითხზეაო მსჯელობაო. აქაც რაღაც პოპულიზმის უდიდესი გამოვლინებაა. არ შეიძლება ასე საუბარი. აქედან გამომდინარე, მოდით ახლა დავემორჩილოთ რეგლამენტს. გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა, ახლა რეგლამენტის დამორჩილება აღარ გვინდა და მოდით გადავდოთ კანონები და გავაგრძელოთ ჩვენთვის მუშაობა აქ. არასწორია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები