“იმედი მაქვს დღევანდელი დისკუსია ხელს შეუწყობს ახალი საპარლამენტო ფორმატის – „მინისტრის საათის“ ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას და განვითარებას”

 

საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.
„ახალი კონსტიტუციით გაძლიერდა პარლამენტის როლი, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობა გადავიდა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. მოხარული ვარ, რომ ურთიერთობის ახალი სტანდარტით დადგენილი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში სწორედ მე მიწევს დღეს საზოგადოების და თქვენ წინაშე წარდგენა. მზად ვართ ვიმსჯელოთ თქვენთან ერთად, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დისკუსია და მსჯელობა იქნება შინაარსობრივი და დაგვეხმარება ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაში კონკრეტული შედეგების მისაღებად. ასევე, იმედი მაქვს რომ დღევანდელი დისკუსია ხელს შეუწყობს ახალი საპარლამენტო ფორმატის – „მინისტრის საათის“ ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას და განვითარებას“ – განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან მაია ცქიტიშვილმა.
„მინისტრის საათი“ ახალი ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი წლის განმავლობაში ყველა მინისტრს მოუსმენს. მაია ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც წინა წელს შესრულებული სამუშაო ანგარიშსა და მიმდინარე წლის ხედვებსა და გეგმებს პარლამენტს ამ ახალი ფორმატში წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები