კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის

ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს მაკროფინანსურ სტაბილურობას საქართველოში.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც „თიბისი ბანკის“ მიმართ იყო გამოყენებული, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
„ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან, როგორც ვიცით, ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის. საკითხს, როგორიცაა მაკროფინანსური სტაბილურობა საქართველოში, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან ეს მთავრობასთან ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში იყო მიღებული, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ეს იქნება არაგონივრული კომენტარი. ჩვენ ამ პროცესებს აქტიურად დავაკვირდებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები