შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი დაითხოვა

საქართველოს კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ.
როგორც “კვირას“ შსს პრესსამსახურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს – ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. დათხოვნილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები