აპრილში საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს ქრისტოდიულიდეს შეხვდა. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ მხრივ დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის აპრილში ეწვიოს საქარველოს.
მინისტრებმა ვიზიტისთვის მოსამზადებელი საკითხები მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას ახალ, მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს.
ორი ქვეყნის მეგობრობის გამოხატულებად შეფასდა კვიპროსის მხარის გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთვის მიწის გამოყოფის შესახებ.
დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ამ მხრივ, დავით ზალკალიანმა კვიპროსს, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის, მადლობა გადაუხადა.
კვიპროსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები