რუსეთის ბაზარზე ზოგიერთი ქართული პროდუქციის შეტანა დღეიდან აღდგება

რუსეთის ბაზარზე გარკვეული სახის ქართული პროდუქციის შეტანა დღეიდან აღდგება. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (“როსსელხოზნადზორის”) ცნობით, რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგრის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება.
ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე აღდგება ქართული ახალი კარტოფილის შეტანა იმ პირობით, რომ პროდუქცია გარეცხილი და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები