თბილისში, ავტომობილების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო., ასევე, წარსულში ნასამართლევები – 1989 წელს დაბადებული შ.ხ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები