არჩილ თალაკვაძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო მიმოსვლასა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
უმრავლესობის ლიდერმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე – ბიზნესის წარმოებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები გააცნო. საუბარი შეეხო ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან თანამშრომლობის საკითხსაც.
ვიზიტში, საპარლამენტო უმრავლესობიდან, გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები