ბექა დავითულიანი: ქალაქი გენგეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება

„ეს არის თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მნიშვნელოვან წილად, დაასრულებს ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც 2005 წლიდან მიმდინარეობს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას თბილისში კოეფიციენტების მატების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ბექა დავითულიანის თქმით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, ვერც განაშენიანების რეგულირების გეგმითა და ვერც სპეციალური ნებართვებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბება ვეღარ მოხდება.
„შესაბამისად, ქალაქი მხოლოდ გენერალური გეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები