„ილუსტრაცია – წარმოსახვის პირველადი სამყარო“ – საჯარო ლექცია გაიმართება
16 თებერვალს, 18 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, საჯარო ლექციას „ილუსტრაცია – წარმოსახვის პირველადი სამყარო“ – გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს წიგნის ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი, ლიკა კვირიკაშვილი უმასპინძლებს. ლიკა სტილისტურად განსხვავებულ და უნიკალური ილუსტრაციებს ქმნის. დღეს, ის 43 ნაბეჭდი წიგნისა და 25 ქინდლის ილუსტრატორია.
გამოსახვის ხერხებისა და დეკორატიული ელემენტების სინთეზმა საზოგადოებას დასურათებული, ილუსტრირებული წიგნი შესთავაზა. ილუსტრაცია წაკითხულის შთაბეჭდილებას ამდიდრებს. დროთა განმავლობაში, წიგნის ვიზუალი, მასალა, ფორმატი იცვლებოდა და იხვეწებოდა.
თიხა, პაპირუსი, პერგამენტი ქაღალდმა ჩაანაცვლა. ილუსტრაცია ერთ-ერთ განსაკუთრებულ და საინტერესო სფეროდ რჩება ხელოვნებაში, განსაკუთრებით – კი საბავშვო წიგნის ილუსტრირება, როგორც თვალსაჩინოება.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი.