სოფიო ხორგუანი: ამ ნაძირალა გიორგი ქადაგიძეს რომ დავუჯეროთ, განათლება მხოლოდ ფულიანებისა და ფულისთვის უნდა არსებობდეს?!

 

უფლებადამცველი და სამართალმცოდნე, სოფიო ხორგუანი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ქადაგიძეს აკრიტიკებს.
„ამ ნაძირალა გიორგი ქადაგიძეს რომ დავუჯეროთ, განათლება მხოლოდ ფულიანებისა და ფულისთვის უნდა არსებობდეს?! ეს კაცი რომ საბრალდებო სკამზე არ ზის და სტუდენტებს მოშიმშილეთა აქციის გამართვისკენ მოუწოდებს, ოღონდ თავისი გაისწოროს, ეს შენი ბრალია, ჩემო ძვირფასო და ძვირადღირებულო ხელისუფლებავ! სანამ ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ასე ვიქნებით – ნაძირლების თავშესაფარი“, –  წერს სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორ გიგა ზედანიას თანამდებობის დასატოვებლად დროს დღევანდელი დღის 22:00 საათამდე აძლევს. ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გიგა ზედანია გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები