თამარ ხულორდავა ჰუბერტ კნირშს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშსა და მის მოადგილეს, მიხაილ ფაბრის შეხვდა.
მხარეებმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასოცირების შეთანხმების გახორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრეს.
საუბარი, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და უკანონო მიგრაციის საკითხებს შეეხო.
როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ისევე, როგორც – გერმანულ პოლიტიკურ ფონდებთან. მან, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა კომიტეტის წარმატებულ თანამშრომლობას კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან (KAS) როგორც საკანონმდებლო დაახლოების პროცესში ხელშეწყობის, ისე – ევროპული ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების საქმეში.
თამარ ხულორდავამ სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანიის მიერ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები