საქართველოს საჰაერო სივრცეში, 15-20 თებერვალს, სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის ფრენები შეიზღუდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით, 15-20 თებერვალს, საქართველოს საჰაერო სივრცე, გარკვეული პერიოდების მანძილზე, სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გახორციელების მიზნით, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში:15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები