„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მესტიაში, „თეზოს თასთან“ დაკავშირებით, დამატებით ავიარეისს ნიშნავს

15 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, სამთო–სათხილამურო შეჯიბრ „თეზოს თასი 2019-სთან“ დაკავშირებით, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით, დამატებით ავიარეისს ნიშნავს.
პარასკევს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით, დამატებითი ფრენა 16:00 საათზე გახორციელდება, ხოლო უკან – 17:20 საათზე შესრულდება. ცვლილება მესტია-ნატახტრის 15 თებერვლის რეგულარულ ავიარეისსაც შეეხო. 15:00 საათის ნაცვლად, მესტიიდან ნატახტრის მიმართულებით, ფრენა 14:40 წუთზე გახორციელდება. დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.

თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში უკვე მეოთხე წელია, იმართება. „თეზოს თასი 2019“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორები მესტიაში ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის მეგობრები არიან, ხოლო მხარდამჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები