სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ცეცხლს 16 სახანძრო მანქანა ებრძვის

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის. ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობის მე3 სართულზე გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ ფართობი და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე 16 სახანძრო მანქანა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები