მიხეილ ყაველაშვილმა მედიაში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თაობაზე განმარტება გააკეთა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, 14 თებერვლის კომიტეტის სხდომის განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
„რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქდა 14 თებერვალს დაგეგმილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ანონსი, რომ, თითქოს ხვალ, კომიტეტის სხდომაზე, ვგეგმავთ სპორტული არბიტრაჟის პრეზენტაციას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა განვმარტო, რომ 14 თებერვალს დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე მოხდება კვლევის “კარგი მმართველობის სტანდარტები ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში” შედეგების პრეზენტაცია. კვლევა გახორციელდა ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის” მიერ ევროპის საბჭოს, “დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტისა” და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები