დავით საგანელიძე უკრაინაში რამდენიმე ქვეყნის ელჩს შეხვდა

   საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კიევში უკრაინაში ბულგარეთის, მოლდოვეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ყირიმის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები განიხილეს. დავით საგანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ყირიმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლიუციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე განცხდებით, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ერთიანობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები