“გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მხრიდან უკონტროლოდაა მიშვებული“

    განათლების საკითხებში ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი მოსწავლეთა გამოსაშვებ გამოცდებს უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ ბავშვებისა და მასწავლებლების წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი.
როგორც ნიკოლაიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს ის, რომ ძლიერმა ბავშვებმა საატესტატო გამოცდებში მაღალი ნიშნები ვერ მიიღეს – ან პროგრამის გაუმართავად მუშაობის ბრალია ან ტესტებია უხარისხო.
ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება, განათლების სამინისტროს კი გამოცდებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ მიეწოდება.
“სამ კვირაში მეთერთმეტე კლასელებთან, იგივე, რომ გაიმეორონ ურთულეს საბუნებისმეტყველო საგნებში, მაშინ ხომ კატასტროფული შედეგი დადგება? გამოიკვეთა, რომ ეს ცენტრი სახელმწიფოს მხრიდან უკონტროლოდ არის მიშვებული!განათლების სისტემაში ფეოდალური ტიპის მმართველობაა! სისტემა გახევებულია! სისტემა არ იმართება!სისტემა, არ არის უზრუნველყოფილი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებით, ტესტები არ არის შემოწმებული სამინისტროს ექსპერტების მიერ, სამინისტროს გამოცდებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია არ მიეწოდება და ა.შ.. ასეთ შემთხვევაში ეს შედეგები არ შეიძლება დარჩეს ძალაში! მე იცით რა მაინტერესებს? ნებისმიერი ქვეყნის უშიშროების სამინისტროში გამოყოფილია განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი ანალიტიკური ჯგუფი, ასეთი უმართავი მდგომარეობა,რომ არის ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში, რომელიც მიდის ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანი განვითარების დარღვევამდე,იცის ეს ყველაფერი უშიშროებამ და აწვდის ქვეყნის პირველ პირს ინფორმაციას? სფეროში არის კორუფციის საფრთხეები, არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე სისტემა“,- წერს მანანა ნიკოლაიშვილი ფეისბუქის პირად გვედზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები