რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირზე გუშინ, 23:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდა 24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე.
სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აკრძალული იქნება გამომცემლობა “მერანთან”, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე.
უწყების ინფორმაციით, ავტომანქანები შემოვლითი გზით – ჭონქაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე იმოძრავებენ.
26 მაისს დილით, 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.