ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე მოძრაობა იკრძალება
თბილისი-ხაშურის მიმართულებით მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, დღეიდან 10 დღის განმავლობაში, გეგმური სამუშაოების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია გეგმურ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 25 მაისის 09:00 საათიდან 5 ივნისის 09:00 საათამდე, აღნიშნულ სახიდე გადასასვლელზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ხაშური-თბილისის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში განხორციელდება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (#20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად განხორციელდება.