ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომელთა სწავლება გაიმართა

    ფოთში, პროექტ “ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები”-ს ფარგლებში, ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა “ღია დისკუსია ოჯახში ძალადობაზე”, რომელსაც დაესწრნენ შს სამინისტროს, პროკურატურის, სოციალურო სამსახურების და სასამართლოს წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თანამშრომლობით ხორციელდება. სამართალდამცველთა ტრეინინგები პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, კოორდინაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდება დისკუსიები.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FFfjL–_BNQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები