რა დაადგინა ექსპერტიზამ გორში საზარლად მოკლული გოგონას საქმეზე-ადვოკატი დეტალებს ასაჯაროებს

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.
როგორც “კვირას” ბერიაშვილების ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითაც ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ აღმოჩნდა.
მისვე თქმით, ასევე, ცნობილია ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია.
“გამოძიებამ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, იაგო ნებიერიძის დნმ-ს კვალი ამოვიდა იმ მავთულზე, რომლითაც გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, ასევე, სისხლის კვალი ამოვიდა ურიკაზე, როგორც მოგეხსენებათ არსებობდა ვერსია, რომ ურიკით მოხდა გარდაცვლილი ბავშვი გვამის გადატანა და ეს ვერსია დადასტურდა. გამოძიებამ ასევე მიიღო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე არის შერაცხადი. ამასთან, ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა ნანიკო ბერიაშვილი ტანსაცმელზე, ეს მასალა ეკუთვნის იაგო ნებიერიძეს”, – განუცხადა “კვირას” გიორგი გელხაურმა.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გორში გასული წლის ოქტომბერში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები