პრემიერ მინისტრი „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის რეაბილიტაცია-რენოვაციის პროცესს გაეცნო.
ირაკლი ღარიბაშვილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ უმასპინძლა და განუმარტა, რომ ქარხნის რენოვაცია, შესაძებლობას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზების გამოყენებით, გაიზარდოს პროდუქციის წარმოება 450 მლნ ბოთლამდე წელიწადში.
მისივე ინფორმაციით, 2014 წელს, გასულ წელთან შედარებით წარმოების 35%-ით გაზრდა იგეგმება. ამასთან, კომპანიის გათვლით, 2014 წელს ექსპორტი 75 მილიონით იზრდება, შიდა ბაზარზე დაგეგმილი ზრდა კი 5 მილიონს შეადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, როდესაც კომპანიები მუდმივად ზრუნავენ ტექნოლოგიურ განახლებაზე და თავიანთ საქმიანობაში ინოვაციურ მიდგომებს ამკვიდრებენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის სტაბილურობა ხელს უწყობს დიდ კომპანიებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები, გააფართოონ ბიზნესი, დაასაქმონ მეტი ადამიანი და „ბორჯომის“ ქარხანა ამის ნათელი მაგალითია.
„ბორჯომის“ განახლებული ქარხნის გახსნა ივნისში იგეგმება. კომპანიაში დასაქმებულთა 95% ადგილობრივი მკვიდრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები