იუსტიციის სამინისტროს სემინარი ყვარლის ფილიალში

   დღეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე ორდღიანი სემინარი დაიწყო.
სემინარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე უძღვებოდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, სააგენტოს იურისტები და იუსტიციის სახლის წარმომადგენლები სემინარს ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა საჯარო რეესტრის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის თავისებურებებზე, რეგისტრაციისა და აღსრულების პროცესში არსებულ საკითხებსა და საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს.
სემინარი 25 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები