გიგი უგულავა: სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას თქმით, პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ. როგორც მან განაცხადა, ამის გამო, ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
​მისივე შეფასებით, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას აქვს ადგილი.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ, არ შედგა. ფაქტი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან. 15 იანვარს, სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ყველასთვის ცხადი იყო და წარმოუდგენელია, აღნიშნული ტენდერი ჩატარებულიყო 28 დეკემბერს. 10 იანვარს ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, რაიონის მერებმა 21 იანვარს, სასწავლო პროცესის განახლების დღეს, დაიწყეს გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, რაც მიანიშნებს, რომ პრობლემა რაიონების უმრავლესობაში კვლავ მოუგვარებელი დარჩება”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები