„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ

0

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ ყოფილ თანამშრომელს, თ. ტ.-ს და ვ. მ.-ს ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც გულგრილობას გულისხმობს.

როგორც მათი ადვოკატი თამარ ჯაფარიძე აცხადებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოვითხოვთ, აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით, გირაო იქნეს შეფარდებული”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, ”ყაზტრანსგაზ – თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი