იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პაციენტის ოჯახის წევრები ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდი თავდაპირველად, ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოლოს კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.