“ჩვენი ერთადერთი ოცნება სახლში დაბრუნებაა” – მიხეილ სააკაშვილი თანამემამულეებთან შეხვედრებს გამართავს (ვიდეო)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 იანვარს, ნიუ-იორკში, ბრუკლინში, “ნაციონალში”, 14:00 საათზე, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა ემიგრანტული საზოგადოების გაერთიანების – “ერთად სახლში” ფარგლებში გაიმართება, ხოლო 10 თებერვალს, 17:00 საათზე, ევროპის ცენტრში, ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, თანამემამულეთა მსოფლიო კრება ჩატარდება, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრება.
მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრები იქნება ერთმანეთის გატანის, ერთობის, თანადგომისა და გამარჯვების მომტანი.
“ვთვლით, რომ ჩვენი ერთადერთი ოცნება – სახლში დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ გავაერთიანებთ ძალებს პატრიოტული მოტივების ირგვლივ და კონსოლიდირებულ რეჟიმში ვიმოქმედებთ”,-აცხადებს სააკაშვილი.