„ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს, რომლებიც დიღომში ტრაგედიამდე მივიდნენ, გაზის სუნი საღებავის სუნი ეგონათ

„ყაზტრანსგაზის” დაკავებულმა თანამშრომლებმა, რომლებიც დიდ დიღომში ტრაგედიამდე მივიდნენ, ადგილობრივებს უთხრეს, რომ გაზის სუნი საღებავის სუნში ერეოდათ.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მოსახლეობას განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულები “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ. არიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა.
სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს.

დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება და შესაბამისი ზომები გატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები