პოლონეთის საგარეო უწყება დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თბილისში გაზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანის გარდაცვალების გამო.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თბილისში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილების გამო. ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეზე დღეს სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი, მშენებლები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები