ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ ძირითადად კიდურების არეში აქვთ დაზიანებები.
გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა წერტილში ერთმანეთს 25-მდე ავტომობილი შეეჯახა.
მიზეზი გზაზე თოვლი და ლიპყინული გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ამინდი სწრაფად გაუარესდა, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, საპატრულო პოლიცია გზებზე ვითარების დარეგულირებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები