ვერის ინციდენტზე ბრალი დაკავებულ კონსტანტინე ჯორბენაძესაც წარუდგინეს

თბილისში, ვერაზე მომხდარი ინციდენტის ფიგურანტს, მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ბრალი გიორგი ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძესაც წარუდგინეს.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ამ დრომდე პოლიციაში დაკითხვაზე არ გამოჩენილა საქმის ერთ-ერთი მოწმე, ვაჟა კორკოტაშვილი, რომელიც მსახიობ გია კორკოტაშვილის ვაჟია.

დანაშაულის მთავარ ფიგურანტს, გიორგი ადუაშვილს ბრალი დღეს საავადმყოფოში წაუყენეს. მას გამოძიება ზურაბ კუჭავას დაჭრას ედავება.

ინციდენტი 15 იანვარს ტატიშვილის ქუჩაზე დაიწყო. კონფლიქტისას ცივი იარაღით დაჭრეს გიორგი ადუაშვილი. მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. კონფლიქტის შემდეგ ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მას, სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. სწორედ ამ მანქანაში იჯდა ზურაბ კუჭავა, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ერთი ვერსიით, კონფლიქტი ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მასთან დაპირისპირებულ დავით კაჭარავას დაჯგუფებებს შორის მოხდა. კუჭავა და ადუაშვილი, სწორედ ამ დაპირისპირებულ დაჯგუფებებს წარმოადგენენ.

ამასთან, გიორგი ადუაშვილი 2012 წელს მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის ვაჟია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები