ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებს შეხვდნენ

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებთან შედგა შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ქეთი ბოჭორიშვილი და მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებს, საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ა.შ.
დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელთა ინტერესი განსაკუთრებით პროგრამამ: “აწარმოე საქართველოში“ და საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმებამ გამოიწვია. ამ საკითხებთნ დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქეთი ბოჭორიშვილმა და მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს ყველა თემაზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები