პროკურატურამ გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად სცნო

გენერალურმა პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორის მუნიციპალეტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო დაზარალებულად სცნო, – ამის შესახებ „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 10 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მომხდარ ფაქტზე, 2019 წლის 16 იანვარს გიორგი მაქარაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“-ს აქტივისტები გიორგი მაქარაშვილი, ანა ჭარხალაშვილი და ლუკა იმედაშვილი, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ატარებდნენ საპროტესტო აქციას. მათ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაყარეს პურის მარცვალი და ნაკელი.
აქციის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეები კიბეებს ასუფთავდნენ და მიტანილ ნაგავს პლასტმასის ურნაში ყრიდნენ, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა, რითაც გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები