თბილისში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები გამოყენებულ ნაძვის ხეებს და ჩიჩილაკებს ჩააბარებენ

კამპანიის „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, დედაქალაქში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები გამოყენებულ ნაძვის ხეებს და ჩიჩილაკებს ჩააბარებენ.
როგორც მან აღნიშნა, ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რაც მოსაწესრიგებელია.
„ჩვენი, ყველას ინტერესია, გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ჩიჩილაკების და ნაძვის ხეების ჩაბარება, მოსახლეობას უახლოეს პერიოდში ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები