კახა კალაძე: უპასუხისმგებლო კომპანიები აღარ უნდა იღებდნენ ტენდერში მონაწილეობას

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურების სარეაბილიტაციო პროცესს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მეტროსადგურ „სამგორის“ რეაბილიტაცია დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დროულად ვერ შესრულდა.
​მისი განცხადებით, ასეთმა უპასუხისმგებლო კომპანიებმა მომავალში ტენდერში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღონ.
„კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, თუმცა კომპანიამ ეს ვერ მოახერხა. შესაბამისად, თავად სატრანსპორტო კომპანია იღებს ვალდებულებას, სამუშაოები მიიყვანოს ბოლომდე. ამ კომპანიის წინააღმდეგ სატრანსპორტო კომპანიამ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებები გაატარა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც.
მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 50 მეტრ მონაკვეთზე შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კატეგორიულად მიუღებელია ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა, არ ვიცი, შავი სია ჰქვია თუ რა, რომ ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ეს აფერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. შემდეგ პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ არ უყურებს იმას, რომ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე და შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები