ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ფოთში, ჭალადიდი-ყორათის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები