თბილისის ცენტრში სროლისას დაჭრილი ახალგაზრდა 2012 წელს მოკლული ბიზნესმენის შვილია

თბილისის ცენტრში მომხდარ ინციდენტზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილი გიორგი ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის შვილია. მას ამ დროისთვის გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში ოპერაცია უკეთდება.

შეგახსენებთ, რომ სროლის ხმა თბილისის ცენტრში საღამოს გაისმა.
თვითმხილველების ცნობით, სროლა ტატიშვილის ქუჩაზე გაისმა. ავტომანქანას სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.
სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. კრიმინალისტები ტატიშვილის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობენ.
თვითმხილველების გაცხადებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა ვინ ისროლა და საიდან, მათთვის უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 განზრახ მკვლელობის მცდელობა და 236, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები