რატომ დააბრუნეს ირლანდიიდან სამშობლოში ქართველები – შსს განმარტებას აკეთებს

ირლანდიიდან საქართველოს მოქალაქეების იძულებით გამომგზავრებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ირლანდიიდან შესრულებული ჩარტერული რეისით საქართველოში ათამდე ქართველი ბრუნდება, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
“ირლანდიიდან შესრულებული ჩარტერული რეისით, საქართველოში ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს. პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები