ანდრია ჯაღმაიძე: არ ვიცით, როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი

არ ვიცით, როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს.
„არ ვიცით, როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი. გადაწყვეტილება მიიღო მონასტრის წინამძღვარმა, მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც იქ არასახარბიელო გარემოს ქმნის ტურისტებისთვის და დელეგაციებისთვის. ძალიან უსახური ფორმა მიიღო გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები. მიჭირს პასუხი რამდენად იყო მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ვინაიდან მე არ ვარ ქალაქში, თავად ჩემთვის ეს ფაქტი სიახლე იყო“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მცხეთაში, ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დღეს დაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები