ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ქარი და თოვლი, ზღვაზე – შტორმი

16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალ მთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები