არჩილ თალაკვაძე: გუნდის ვერცერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებაზე

„სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერცერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე თანაპარტიელი ეკა ბესელიას განცხადებას.
თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით საკითხის გადადება გუნდისა და საზოგადოების გათვალისწინებით მოხდა.
„სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პირველი – საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და, მეორე – პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერცერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ის დისკუსია, რომელიც გუნდსა და საზოგადოებაში იყო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იყო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება და კრიტერიუმების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები